ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოზარ სუბარი - 1 საათში საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი - ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხეილ ყაველაშვილი

სოზარ სუბარი - 1 საათში საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი - ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხეილ ყაველაშვილი

1 საათში საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი - ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხეილ ყაველაშვილი. მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილსაც და მთელ საქართველოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან ინაუგურაციის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომლისთვისაც საქართველო არის „ერთადერთი საფიცარიც, სალოცავიც და საზრუნავიც“.
„1 საათში საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი - ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხეილ ყაველაშვილი. მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილსაც და მთელ საქართველოს. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როცა პრეზიდენტზე ვსაუბრობთ და ხაზგასმა იმაზე გვიწევს, რომ ის პატრიოტი ადამიანია. ბუნებრივად უნდა იყოს ნებისმიერი პრეზიდენტი, მაგრამ რამდენიმე წინა პრეზიდენტის ისტორიიდან გამომდინარე ამაზე ხაზგასმა გვიწევს. ყაველაშვილი არის ადამიანი, რომლისთვისაც საქართველო არის ერთადერთი საფიცარიც, სალოცავიც და საზრუნავიც. საქართველო მისთვის ყველაფერია განსხვავებით იმ პრეზიდენტებისგან, რომლებიც, სამწუხაროდ სხვა ქვეყნებსა და სხვა ხელისუფლებებს ემსახურება”, - განაცხადა სუბარმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.