სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ ალექსანდრე მეგუთნიშვილის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტის განხილვა მიმდინარეობს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სამხრეთ აფრიკის ციხეში 1964 წელს უკეთესი პირობები ჰქონდათ პატიმრებს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ პერიოდში საქართველოს ნებისმიერ ციხეში იყო.
მისივე თქმით, მაშინ როცა მსოფლიო ამაზე სამწუხაროდ ხუჭავდა თვალს, ელჩების უმრავლესობა, სახალხო დამცველთან პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდებოდა საქართველოში არ ხდებოდა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. „სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც მომიწია სამხრეთ აფრიკაში ყოფნა, იმ ციხეში, სადაც სასჯელს იხდიდა ნელსონ მანდელა. ეს არის კუნძული რობერ აილენდი, ყაჩაღების კუნძული, ციხე იყო მთელი კუნძული და იქ წარწერები იყო საკნებში და 1964 წელს ერთი პატიმარი წერს, ანუ პატიმრების მონაყოლები იყო გაკეთებული წარწერებად საკნებში და დღეს მუზეუმია, წერს, რომ აი ამ საკანში ვიყავი და არაფერი არ გვქონდა, გარდა კბილის პასტისა, კბილის ჯაგრისისა და ჩამოთვლილია რაღაც ნივთები და მე მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი როგორი საოცნებოა 21-ე საუკუნის ქართველი პატიმრებისთვის, ნებისმიერ დაწესებულებაში, არა მხოლოდ გლდანში, ნებისმიერ დაწესებულებაში ეს იყო სანატრელი, რასაც ისინი მაშინ 1964 წელს სამხრეთ აფრიკაში, სადაც იყო აპართეიდი, სადაც არ ჰქონდათ არანაირი უფლებები შავკანიანებს და შავკანიანებისთვის და ინდოელებისთვის იყო ძირითადად, თეთრკანიანები პრაქტიკულად არ იყვნენ და იქ იყო გაცილებით უკეთესი პირობები.
იქ ერთ საკანში, სადაც ერთი ადამიანი იჯდა, იყო 2-2,5 კვ.მ. თითოეულ პატიმარზე, მაშინ როცა თქვენ რასაც ყვებით ნახევარი კვადრატულიც არ გამოდის ერთ პატიმარზე და ზოგიერთ დაწესებულებაში, ერთ კვადრატულ მეტრზე 4 პატიმარიც კი მოდიოდა, ასეთი ამბებიც ბევრი გვაქვს ნანახი და მართლა წარმოუდგენელი სისასტიკე ხდებოდა, რომელზეც მსოფლიო სამწუხაროდ ხუჭავდა თვალს, თვალებზე ხელი ჰქონდათ აფარებული, ყურებზე ხელი ჰქონდათ აფარებული და პირზე ჰქონდათ ხელი აფარებული, არ ესმოდათ არაფერი, ვერ ხედავდნენ ვერაფერს, არ ლაპარაკობდნენ არაფერს. თუმცა როცა ჩემთან მოდიოდნენ ელჩები, უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში, სახალხო დამცველთან, ყველა ამბობდა, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ, ეს იყო აკრძალული, განსხვავებით იმ განცხადებებისა, რასაც აკეთებს ზოგიერთი ჩვენი ე.წ. მეგობარი ელჩი დღეს საქართველოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
Next: დათო გამყრელიძე რომ გამოდის და “არა რუსულ კანონს” ყვირის, სჯობს მოიკითხოს, მის ოფისში, “ალდაგში”, როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით