ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოზარ სუბარი - გახარია ამტკიცებდა, არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულაო, ახლა თქვა საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო - რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა?

სოზარ სუბარი - გახარია ამტკიცებდა, არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულაო, ახლა თქვა საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო - რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა?

გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, ახლა თქვა სრულიად საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო - რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა? - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ერთვება.
„გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, პირიქით, აღვკვეთეთ ტერიტორიების დაკარგვაო. ახლა, მართალია სხვებს გადააბრალა, მაგრამ თქვა, რომ ტერიტორია დაიკარგა - იმის სრულიად საპირისპირო, რასაც აქამდე ამბობდა. ანუ, რაც მონიშნეთ, რომ აქ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგეობიო და რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა? განმარტეთ, როგორ არის, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა ჩაგედგათ საგუშაგო იქ თქვენ ჩადგით საგუშაგო თუ რუსებმა და თუ რუსებმა ჩადგეს, მაშინ რას ნიშნავს, არ დაიკარგა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ამ კითხვას გახარიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „არ ჰქვია, არა. შეიძლება თქვენი აზროვნებისთვის ჰქვია [ტერიტორიების დაკარგვა], მაგრამ, სინამდვილეში არ ჰქვია“,

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.