ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სოვლაბის“ მკვლევრის თქმით, „ოცნების“ ამომრჩევლები თავს დაესხნენ

„სოვლაბის“ მკვლევრის თქმით, „ოცნების“ ამომრჩევლები თავს დაესხნენ

„სოვლაბის“ მკვლევარი ბადრი ოყუჯავა ამბობს, რომ სამსახურში მიმავალს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა, სცემა და საღებავი შეასხა.
ოყუჯავას თქმით, შემთხვევა მაჭავარიანის ქუჩაზე მოხდა, ცემაში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მეორე იმდენი კი თვითმხილველი იყო.
„სისხლიანი დაზიანებები არ მაქვს. სამსახურში მოვდიოდი ბარნოვზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ვიღაცამ დამიძახა: ბიჭო, გაჩერდიო, შენ აქ კედლებს რატომ ღებავო? მეთქი, რა კედლებს ვღებავ, ნორმალური თუ ხარ-თქო. დარეკეთ, ეს ის არისო. დარეკეს. მოვიდა მანქანა. იქამდე 3-4 კაცი იყო, მანქანიდან 5 კაცი [გადმოვიდა]. სახეზე ყველას ვიცნობ, „ქართული ოცნების ამომრჩევლები იყვნენ, ცხადია. მცემეს, მირტყეს, პულვერიზატორებით შემღებეს. ეს არის „ქართული ოცნების“ დღევანდელი სახე — ქუჩაში იჭერენ ხალხს და ურტყამენ. მე ამით არაფერი დაშავდება. ხვალ ყველას გელოდებით ევროპულ მარშზე და ამ სისაძაგლეს უარი უნდა ვუთხრათ“, — ამბობს ოყუჯავა ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, წაართვეს ტელეფონიც და შემდეგ დაუბრუნეს.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გამოძიების დაწყების შესახებ უწყებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.