ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სლოვენია გახდა მეშვიდე ევროპული ქვეყანა, რომელმაც აზერბაიჯანისგან გაზის შეძენა დაიწყო

მეშვიდე ევროპული ქვეყანა, რომელმაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია SOCAR-ისგან გაზის შეძენა დაიწყო სლოვენიაა.
„მიწოდება ხორციელდება მიმდინარე წლის 17 ივლისს SOCAR-სა და Geoplin-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად. Geoplin ბუნებრივი გაზის უმსხვილესი კომპანიაა სლოვენიურ ბაზარზე. SOCAR და Geoplin გეგმავს მომავალშიც განავითაროს გრძელვადიანი ენერგეტიკული თანამშრომლობა“,- ნათქვამია SOCAR-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სლოვენია შეუერთდა თურქეთს, საქართველოს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთსა და სერბეთს და გახდა მეცხრე ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს იღებს.
ცნობისთვის, 2023 წელს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 5,3%-ით გაიზარდა და 23,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ხოლო, აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი ევროპაში იმავე წელს 3,5%-ით გაიზარდა და 11,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
მოსალოდნელია, რომ 2024 წელს აზერბაიჯანი დაახლოებით 25 მილიარდი კუბურ მეტრ გაზს გაიტანს ექსპორტზე, მათ შორის 13 მილიარდს - ევროპაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.