"სლოვანმა" "ცელიე" გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე "აპოელს" დაუპირისპირდება
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „ცელიე“ 5:0 დაამარცხა.
პირველი შეხვედრა სლოვენიაში 1:1 დასრულდა, ბრატისლავაში სტუმრები მე-15 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რითაც ვაისის გუნდმა შესანიშნავად ისარგებლა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
მესამე ეტაპზე „სლოვანი“ „აპოელს“ დაუპირისპირდება - 6 აგვისტოს სახლში, 13 აგვისტოს კი კვიპროსში.
მასპინძელთა გუნდის მცველმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
სლოვანი - ცელიე 5:0
გოლები: 1:0 ტოლიჩი (17), 2:0 სტრელეცი (30), 3:0 მაკი (60), 4:0 სრტელეცი (71), 5:0 ბარსეგიანი (75)
გაძევება: ვუკიშევიჩი (15,
ცელიე)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.