პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სლოვაკეთში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

სლოვაკეთში, რკინიგზის გადასასვლელზე მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, მინიმუმ, 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქ ნოვე-ზამკის მახლობლად, დედაქალაქ ბრატისლავადან დაახლოებით 80 კილომეტრში, მოხდა.
„ვშიშობ, რომ ამ ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს“, - განაცხადა სამაშველო სამსახურის პრესსპიკერმა, პეტრა კლიმესოვამ მედიასთან საუბარში.
შეჯახების დროს მატარებელში 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავტობუსში კი - 9. მატარებელი პრაღიდან ბუდაპეშტამდე, ბრატისლავის გავლით, მიემგზავრებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.