არქივი22 ივნისი, 2024, 11:23
არკანზასის შტატში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
არკანზასის შტატში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას არკანზასის შტატის პოლიცია ავრცელებს.
შტატის პოლიციის ცნობით, ქალაქ ფორდაისში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის 2 პოლიციელი.
„სამწუხაროდ, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 11 უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეს ესროლეს და მათგან სამი გარდაიცვალა. სროლის შედეგად 2 სამართალდამცველი დაშავდა. დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელიც სროლის შედეგად დაშავდა“, - განაცხადა არკანზასის შტატის პოლიციის დირექტორმა, მაიკ ჰაგარმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.