სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს , - ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა კიევში, თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ახლახან მინისტრ შმიგალთან ერთად დახმარების მე-14 პაკეტის შესახებ მემორანდუმს ხელი მოვაწერე“, - განაცხადა რობერტ კალინიაკმა.
ასევე, მისი თქმით, კიევში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინასთან ერთობლივი თავდაცვითი პროექტების საკითხებს განიხილავს.
„ჩვენ სლოვაკეთ-უკრაინის საზღვრის ორივე მხარეს ერთობლივ თავდაცვის პროექტებში ინვესტიციებისთვის მზად ვართ. სწორედ ამიტომ, სლოვაკეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მოლაპარაკებებს გამართავენ“, - აღნიშნა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.