პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეტოქეები არიან პროდასავლელი დიპლომატი და პოპულისტი პრემიერის მოკავშირე

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთმანეთს უპრისპირდებიან პროდასავლელი დიპლომატი და ქვეყნის პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, რობერ ფიცოს მოკავშირე.
პრეზიდენტის დიდწილად ცერემონიული პოსტისთვის 6 აპრილს მიმდინარე კენჭისყრაში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივან კორჩოკის მეტოქეა პეტერ პელეგრინი, რომელიც ფიცოს მთავრობაში კოალიციური პარტიის ლიდერია.
პელეგრინის გამარჯვება გააძლიერებს ფიცოს ძალაუფლებას, მისთვის და მისი მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პოსტებზე კონტროლის მიცემით. ამავდროულად, ეს სლოვაკეთს და ევროკავშირს მოაკლებს უკრაინის მომხრე მნიშვნელოვან ხმას.
ამჟამინდელი პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის მეზობელი უკრაინის ურყევი მხარდამჭერია რუსეთთან მის ბრძოლაში. ჩაპუტოვამ მეორე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.