ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს 2024 წლის დასაწყისში შეხვდებიან

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო და უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ერთმანეთს 2024 წლის დასაწყისში შეხვდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ავრცელებს.
„2024 წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრ, შმიგალს სლოვაკეთ-უკრაინის საზღვარზე შევხვდები, შეხვედრის თემა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობა იქნება“, - წერს ფიცო Facebook-ის გვერდზე.
სლოვაკეთის პრემიერმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს სამხედრო დახმარების და მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის საკითხები განიხილა.
„ბრატისლავა უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერს, მაგრამ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად. არ მჯერა უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტის, რადგან ეს შედეგის გარეშე, მხოლოდ ზედმეტ სისხლისღვრას გამოიწვევს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.