პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სლალომსა და გიგანტურ სლალომში საქართველოს თასის მეორე ეტაპი დასრულდა

სლალომსა და გიგანტურ სლალომში საქართველოს თასის მეორე ეტაპი დასრულდა

საქართველოს თასის გათამაშების ეტაპს მესტიის შემდეგ ბაკურიანი მასპინძლობდა. 1 და 2 თებერვალს დიდველის ფერდობზე, ახალ ,,სკი კროსის“ ტრასაზე, სლალომსა და გიგანტურ სლალომში ერთმანეთს ახალგაზრდა სპორტსმენები შეეჯიბრნენ. თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა სამ ასაკობრივ ჯგუფად (2008-2012წწ) იასპარეზეს.
სამთო კურორტებზე საქართველოს თასის ეტაპების ჩატარებას ხელს უწყობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანადგომა, კომპანია სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერა და ორი მაღალპროფესიონალური გუნდის: საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და M.T.A.(„ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზება.
ამ ეტაპებზე მიღებული მაღალრეიტინგული ქულებით მოთხილამურეები მონაწილეობას მიიღებენ 2025 წლის საქართველოს
ჩემპიონატში. საქართველოს თასის შემდეგი ტურნირის მასპინძელი აჭარა იქნება. გოდერძის კურორტზე მესამე ეტაპი 22-23 თებერვალს გაიმართება.
R

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.