პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სკოლებში სავალდებულო საბაზო განათლება 10 კლასამდე გაიზარდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო, რომელიც ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილებებით, მოსწავლეები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ შეწყვიტონ ზოგადი განათლების მიღება, მე-9 კლასის ნაცვლად, ვალდებული იქნებიან მე-10 კლასიც დაასრულონ.
ცვლილებების მიხედვით, კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური:
· დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები),
· საბაზო (4 წელი – VII-X კლასები)
· საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები).
აქამდე მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავდა.
შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებებით სამწლიანი საშუალო განათლება შემცირდა 2 წლამდე, ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-
წლიანი დარჩა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.