ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სკოლაში გაჩენილ ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა, 14 კი- დაშავდა

სკოლაში გაჩენილ ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა, 14 კი- დაშავდა

Reuters-ის ინფორმაციით, ცენტრალურ კენიაში, სკოლაში გაჩენილ ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა.
„ჩვენი სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ხანძრის შედეგად დაღუპულია 17 მოსწავლე, ხოლო 14 – დაშავდა…”, – განუცხადა Reuters-ს პოლიციამ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძიმე დამწვრობების გამო, მოსწავლეების ცხედრების ამოცნობა ვერ მოხერხდა.
ინციდენტი კენიის ცენტრალურ მაღალმთიან ქალაქ ნიერიში მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლები დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
როგორც ცნობილია, ასევე 2017 წლის სექტემბერში, დედაქალაქ ნაირობის სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 9 მოსწავლე დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.