ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სკანდინავიელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას ეცნობიან

სკანდინავიელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას ეცნობიან

სკანდინავიის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მარკეტინგული კამპანიიას ფარგლებში, ტუროპერატორებს მასპინძლობს. ნორვეგიული, შვედური და დანიური ტურისტული კომპანიების 9 წარმომადგენელი საქართველოს ავიაკომპანია Air Baltic-თან თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სკანდინავიელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანის, ტურების დაგეგმვისა და პაკეტების შეთავაზების საკითხები განიხილეს. შეხვედრას 40-მდე ქართველი ტუროპერატორი დაესწრო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფოტურის ფარგლებში ნორვეგიელი, შვედი და დანიელი ტუროპერატორები ეწვივნენ გუდაურს, გაეცნენ ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებსა და სასტუმრო ინფრასტრუქტურას. ტურის მონაწილეები ეწვივნენ ანანურს, მცხეთას. ტუროპერატორები კახეთში გაემგზავრნენ, სადაც სიღნაღში, გურჯაანში, თელავში, წინანდალსა და ყვარელში მდებარე სასტუმროები დაათვალიერეს, გაეცნენ ადგილობრივ კულინარიასა და ღვინოს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.