სკანდალი: ვისი ინიციატივით ამოირიცხა 21 ათასამდე კვადრატული მეტრი მიწა სახელმწიფო საკუთრებიდან?!

როდის, რატომ და ვისი ინიციატივით ამოირიცხა 21 ათასამდე კვადრატული მეტრი მიწა სახელმწიფო საკუთრებიდან?!  – საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს მიწა ამჟამად არავის ეკუთვნის, თუმცა ირკვევა, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზეა მოწყობილი ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი და ამ მოედნამდე მისასვლელი გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასახლეს უკავშირდება.

“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული დოკუმენტით დგინდება, რომ 2020 წელს სახელმწიფოს საკუთრებიდან ეს ტერიტორია იმ მოტივით ამორიცხეს, რომ აქ სახანძრო მანქანებისთვის წყლის შესავსები რეზერვუარი უნდა მოეწყოთ, თუმცა რეზერვური არსად არ არის. 

დიდი და მასშტაბური წყლის საცავის შესახებ, იმ ადამიანებმაც არაფერი იციან, ვინც ეს წყალი უნდა გამოიყენოს. არადა, ადიგენის მერია წერილში, რომელიც 2026 წლის 14 აპრილით თარიღდება, წერს, რომ თავად ფული არ ჰქონდათ და ტყის ხანძრებითან საბრძოლველად, აუზისა და პირსის აშენება, კერძო პირს სთხოვეს.

მიწის ამ მონაკვეთს არც საკადასტრო კოდი აქვს მინიჭებული და შესაბამისად ამ დროისთვის, არც არავის საკუთრებად რეგისტრირდება.

  • 21 ათასამდე კვადრატულ მეტრ ტერიტორია, საბუთებიდან 2020 წლის შემდეგ გაქრა. ანუ მას შემდეგ, რაც აბასთუმნით ივანიშვილი დაინტერესდა. 2015 წლის ამონაწერიის თანახმად, სახელმიფო ტყის ფონდის კუთვნილი მიწის ფართობი 36 მილიონ 261 კვ.მ-ს შეადგენს. ეს მოცემულობა არ იცვლება 2020 წლის 17 სექტემბრამდე, ვიდრე ტყის ფონდიდან  20 924 კვადრატული მეტრი არ ამოირიცხა.

ამასთან, “შაბათის ეთერთან” ალაპარაკება გადაწყვიტა ნუგზარ პარუნაშვილმა. მეექვსე მოწვევის პარლამენტარი ამბობს, რომ რომანოვების სასახლის მიმდებარედ ტერიტორიას 2003 წლიდან ფლობდა, მან ეს ნაკვეთი იყიდა. ახლა კი კუთვნილი მიწა, ბიძინაა ივანიშივილის ხელოვნური კლდის მიღმაა მოქცეული. ვერც შედის და არც უფორმებენ.

პარუნაშვლი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა მისგან ტერიტორიების მხოლოდ ნაწილი იყიდა, თუმცა მიწის ერთი ნაკვეთი,  საჯარო რეესტრის დახმარებით პრაქტიკულად მიიტაცა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ბიძინას 26 მაისი საერთოდ არ ემარტივება, ამის ინდიკატორი ალტერნატიული ე.წ. რბილი პლატფორმების გამოგორება და შეთავაზებაა – თუ მისი დამარცხება გვინდა, ავტორიტარმა ყოველთვის უნდა მიიღოს ის, რისიც ეშინია

პოლიტიკა 18.04.2026 / 18:42აა ელენე ხოშტარია – ცოტა ღიმილისმომგვრელია ოპოზიციურ ფლანგზე “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით – ჩვენ გვჭირდება არა ტყუილი ხდომილება, არამედ მართალი, ნამდვილი არჩევნები