ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სი ძინფინგმა ბაიდენს კისინჯერის გარდაცვალება მიუსამძიმრა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვეტერანი ამერიკელი დიპლომატის, ჰენრი კისინჯერის გარდაცვალების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა და ჩინეთის სხვა მაღალჩინოსნებმა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სამძიმრის წერილები გაუგზავნეს.
"დოქტორი კისინჯერი ჩინელი ხალხის კარგი, ძველი მეგობარი იყო. ის არის სინო-ამერიკული ურთიერთობების პიონერი და მშენებელი". - თქვა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვანგ ვენბინმა.
ვანგის თქმითვე, ჩინეთის პრემიერმინისტრმა, ლი ციანგმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ სამძიმრის წერილები გაუგზავნეს კისინჯერის ოჯახს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც.
კისინჯერი ჩინეთში ბოლოს მიმდინარე წლის ივლისში, მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და სი ძინფინგსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.
1970-იან წლებში პრეზიდენტების, ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციებში სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უშიშროების მრჩევლის თანამდებობებზე მომუშავე კისინჯერმა სინო-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.