სი ძინპინმა უგულებელყო ბრიუსელში ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობის 50 წლის საიუბილეო სამიტზე მიწვევა - Financial Times

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა უგულებელყო ბრიუსელში სამიტზე მიწვევა, რომელიც ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დამყარების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
Financial Times-ის ინფორმაციით, პეკინმა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს აცნობა, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი შეხვდება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს ბრიუსელის სამიტზე და არა სი ძინპინი.
გამოცემის წყაროების მტკიცებით, ორივე მხარემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.
შეგახსენებთ, ევროკავშირი-ჩინეთის სამიტები ტრადიციულად მონაცვლეობით ტარდება ბრიუსელსა და პეკინში. ჩვეულებრივ, პრემიერ-მინისტრი სტუმრობს სამიტს ბრიუსელში, ხოლო სი ძინპინი პეკინში, მაგრამ ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ნახევარი საუკუნის აღსანიშნავ სამიტზე ჩინეთის ლიდერის დასწრება სასურველი იქნებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.