ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სი ძინპინმა თქვა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე ვარ პრეზიდენტი - ტრამპი

სი ძინპინმა თქვა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე ვარ პრეზიდენტი - ტრამპი

სი ძინპინმა მითხრა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მითხრა: „ამას არ გავაკეთებ, სანამ თქვენ პრეზიდენტი ხართ. მე ვუპასუხე, რომ ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მან ასევე თქვა: „მე ძალიან მომთმენი ვარ და ჩინეთის ძალიან მომთმენია“. ვფიქრობ, ეს არ მოხდენა, სანამ მე აქ ვარ. ვნახოთ”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.
„ბაიდენმა და იქამდე ობამამ, დაუჯერებელი რამ გააკეთეს. ბაიდენმა ჩინეთი და რუსეთი დააახლოვა. რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთის ბუნებრივი მტრები არიან. რუსეთს უზარმაზარი მიწა აქვს, ხოლო ჩინეთს დიდი რაოდენობით მოსახლეობა ჰყავს. ჩინეთს რუსეთის მიწა სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.