ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სი ძინპინი - ჩინეთი განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან, როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო და რეგიონული ვითარება

სი ძინპინი - ჩინეთი განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან, როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო და რეგიონული ვითარება

პეკინი, საერთაშორისო სიტუაციის მიუხედავად, განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ყაზანში BRICS-ის სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრისას განაცხადა.
„როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო და რეგიონული ვითარება, ჩინეთი განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
მისი თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს ირანს მისი ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული ღირსების დაცვაში და მზადაა, ითანამშრომლოს ირანთან, რათა მტკიცედ დაუჭირონ მხარი ერთმანეთს, დაიცვან საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები, როგორიცაა შიდა საქმეებში ჩაურევლობა და ასევე დაიცვან ორივე ქვეყნის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები.
„ჩინეთს სურს გააძლიეროს ირანთან თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას და კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს ორი ქვეყნის ხალხს“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
ცნობისთვის, სი ძინპინი და მასუდ პეზეშკიანი ყაზანში იმყოფებიან, სადაც 22-24 ოქტომბერს BRICS-ის სამიტი მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.