სიცრუით გაჯერებული რეზოლუციები ვიხილეთ ბევრჯერ, ამ ყველაფერში კი კონკრეტული ადამიანები ფულს იღებენ

„არაფრისმომცემი რეზოლუციებია, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, შანტაჟით, ამ ყველაფერში კი კონკრეტული ადამიანები ფულს იღებენ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი გახა კალაძე ევროკავშირის მიერ მიღებულ მორიგ რეზოლუციას.
მისი შეფასებით, ქვეყნის დასავლელი პარტნიორების ნაწილი ყველაფრის წინააღმდეგ წავიდა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ მსგავსი რეზოლუციები ვიხილეთ ძალიან ბევრჯერ. მეხუთე თუ მეექვსე რეზოლუციაა, თუ არ ვცდები. არაფრისმომცემი რეზოლუციებია, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, შანტაჟით, ამ ყველაფერში კი კონკრეტული ადამიანები ფულს იღებენ. ალბათ ცოტა ხანში გავიგებთ ამასაც. მსგავს რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს. ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ეს ადამიანები, ჩვენი ე.წ. დასავლელი მეგობრები, ყველაფრის წინააღმდეგ წავიდნენ, ყველა ინსტიტუცია ფეხქვეშ გათელეს. ნახეთ, ეუთო/ოდირ-ის წინააღმდეგ რა განცხადებებს აკეთებდნენ? თურმე დღეს გახდა ცუდი ეუთო/ოდირ-ი და არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს. იმიტომ არ აქვს, რომ ისინი დამარცხდნენ და უჭირთ, ამ ყველაფრის აღიარება; იმიტომ არ ჩატარდა თურმე დემოკრატიულად ქვეყანაში არჩევნები, რომ დამარცხდნენ და ქართველმა ხალხმა მათ შესაბამისი პასუხი გასცა. ამიტომ კეთდება მსგავსი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.
„ჯერ იზეიმეს, სხვათა შორის, ტაშ-ფანდური გამართეს საღამოს 8 საათზე. ერთმანეთს ეხვეოდნენ და ერთი ამბავი ჰქონდათ. მთელი კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ ხალხს, თავიანთ ამომრჩეველს, რომ იგებდნენ. არჩევნების შემდეგაც, 20:00 საათზე მოატყუეს ამომრჩეველი და იზეიმეს. შემდეგ უკვე გაირკვა, რომ თურმე არჩევნები ყოფილა ცუდად ჩატარებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა