სიცრუე არის რადიკალიზმის, რადიკალური ოპოზიციისა და მათი პატრონების მთავარი იარაღი, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ მათ შეცდომაში შეყვანას და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც

სიცრუე არის რადიკალიზმის, რადიკალური ოპოზიციისა და მათი პატრონების მთავარი იარაღი, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ მათ შეცდომაში შეყვანას და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც
სიცრუე არის რადიკალიზმის მთავარი იარაღი, რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების მთავარი იარაღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ შეცდომაში შეეყვანა ხალხი და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც.
„ხედავდით, როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც, სრული სიცრუე, სრული დეზინფორმაცია, სრული სიყალბე და სრულიად ცალმხრივი ინფორმაცია.
მე შემიძლია, მარტივად შევთავაზო უცხოურ მედიას, ნებისმიერ ფორმატში ჩართვა, ოღონდ ეს უნდა იყოს აუცილებლად პირდაპირი ეთერი, დარწმუნებული ვარ, რომ გამოხმაურება მაინცდამაინც ფართო არ იქნება, ენთუზიაზმი მაინცდამაინც დიდი არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიცრუე არის მოდებული მთელ საერთაშორისო მედიას დღევანდელ დღეს, რაც ძალიან სამწუხაროა,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?