„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონიდან იმ მუხლის ამოღებაც იგეგმება, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონიდან იმ მუხლის ამოღებაც იგეგმება, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება.
საუბარია კანონის მეოთხე მუხლზე, რომლის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე მუხლის მიხედვით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით, ხოლო მოწოდება პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ იწვევს, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
აღნიშნულ მუხლზე ყურადღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ გაამახვილა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, „ამ მუხლს აუცილებლად გამოიყენებენ“.
„ეს რანაირად გამოვა?“ – იკითხა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მომხსენებელმა დავით მათიკაშვილმა ჯაფარიძეს უპასუხა, რომ აღნიშნული მუხლი კანონპროექტიდან ამოღებულია.
„ინიციატორმა აღნიშნული მუხლის ამოღება გაითვალისწინა. ახლა გავითვალისწინებთ, რომ ასეთი დათქმა აღარ არსებობდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა ვიქტორ ჯაფარიძის პასუხად.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ