არქივი6 თებერვალი, 2024, 07:46
"სიტიმ" ზაფხულის პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა - გვარდიოლას გუნდმა "ჟირონადან" ფეხბურთელი დაიმატა
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გვამცნობს, რომ 19 წლის მარცხენა ვინგერი სავიო კარიერას "მანჩესტერ სიტიში" განაგრძობს და ეს ინფორმაცია ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება.
ფეხბურთელი ლა ლიგის ერთ-ერთ ლიდერ კლუბში "ტრუადან" იჯარით ასპარეზობს. ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულებად 30 მილიონი ევრო სახელდება.
მიმდინარე სეზონში მან ჯამში 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.