სისხლის სამართლის ადვოკატებსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, 8-10 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს ადვოკატების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
მათი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა დავით სიმონიამ.
„შეხვედრის მონაწილეებმა სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის, ადვოკატებთან დარეკვის შეზღუდვა, გაუთქმელობის ვალდებულება, კონფიდენციალურობა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ადვოკატების მხრიდან არაერთი პრობლემური საკითხი დაფიქსირდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი და ადვოკატთა ასოციაცია ერთობლივ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ.
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ (DAI) ფარგლებში გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …