“სისტემატურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, ითხოვდა უსიტყვოდ მორჩილებას…” – ნაფიცმა მსაჯულებმა სამეგრელოში დაკავებული კაცი დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც გენდერის ნიშნით ოჯახურ ძალადობას, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემას, მუქარას, იძულებასა და სასამართლოს უპატივცემულობას შეეხებოდა. აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
“სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. ასევე, დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, აკონტროლებდა ტელეფონში მიმოწერებს, შემავალ და გამავალ ზარებს და იმ მოტივით, რომ იყო მამაკაცი, ითხოვდა მის უსიტყვოდ მორჩილებას. ბრალდებული მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანებით და სხეულის დამახინჯებით ემუქრებოდა, თუკი ის მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინებდა.
2023 წლის 12 ოქტომბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ბრალდებულმა სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის განხილვისას, გამოხატა სასამართლოს უპატივცემულობა და პროკურორს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, წერილობითი დოკუმენტები და ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით ოჯახური ძალადობა), 11 პრიმა 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატური ცემა გენდერის ნიშნით), 11 პრიმა 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის იძულება), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა გენდერული ნიშნით) და 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა) დამნაშავედ ცნეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული