სისტემატიურად აწამებენ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს – გაეროს კომისია

რუსეთი სისტემატურად აწამებდა უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთან მოქმედი საერთაშორისო კომისია საუბრობს, რომელიც უკრაინაში მომხდარ დარღვევებს იძიებს.
გაეროს საგამოძიებო კომისიამ უკრაინასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეგროვებულია უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ რუსები უკრაინელ ტყვეებს სასტიკად აწამებდნენ.
მსხვერპლები აღწერენ სასტიკ და დაუნდობელ მოპყრობის შედეგად მიყენებულ ძლიერ ტკივილს და ადამიანის ღირსების სრულ უგულებელყოფას”, – ამბობს კომისიის თავჯდომარე, ერიკ მოსე.
აღნიშნული ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წარედგინება. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…