ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია - მამუკა მდინარაძე

ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან” - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
პოსტში დეპუტატი განმარტავს, ფაშისტური ბულინგი ნებისმიერი სუბიექტის მიმართ მიუღებელია.
„ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია!
ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან”.
“სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!“ - წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა, რის გამოც ეს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკის საგნად იქცა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.