სირიის პრეზიდენტის განცხადებით, სუვეიდას პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

სირიის პრეზიდენტის განცხადებით, სუვეიდას პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.
„სირიის სახელმწიფო ქვეყანაში მყოფი უმცირესობების დაცვის ერთგულია და მზად არის ყველა დამრღვევს პასუხისმგებლობა დააკისროს“, – განაცხადა სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ.
აჰმედ ალ-შარაამ მხარეებს შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდა.
ამასთან, სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთახნმების ფარგლებში დრუზებით დასახლებულ პროვინციაში სამთავრობო ძალები განლაგდნენ.
შეგახსენებთ, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში სირიის ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზებსა და ბედუინ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით შეტაკებების შესაჩერებლად სუვეიდაში სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ, თუმცა ისრაელმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალები დრუზების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდნენ. სუვეიდაში განვითარებული მოვლენების ფონზე და დრუზების დაცვის მიზნით ისრაელმა ოთხშაბათს სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა.
დღეს, თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რომელსაც მხარს თურქეთი, იორდანია და სხვა მეზობელი ქვეყნები უჭერენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე