სირიის დე ფაქტო ლიდერის, აჰმედ ალ-შარაას ადმინისტრაცია - დონალდ ტრამპი ლიდერია, რომელიც ახლო აღმოსავლეთს მშვიდობას მოუტანს

დონალდ ტრამპი ლიდერია, რომელიც ახლო აღმოსავლეთს მშვიდობას მოუტანს, - ამის შესახებ განცხადებას სირიის დე ფაქტო ლიდერის, აჰმედ ალ-შარაას ადმინისტრაცია ავრცელებს.
აჰმედ ალ-შარაამ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ის ლიდერია, რომელიც ახლო აღმოსავლეთს მშვიდობას მოუტანს და რეგიონში სტაბილურობას აღადგენს. დიალოგისა და ურთიერთგაგების საფუძველზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას მოუთმენლად ველით“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დაკამასკო აიღეს და სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.