ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია - ისრაელის მიერ სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშებს 18 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია - ისრაელის მიერ სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშებს 18 ადამიანი ემსხვერპლა

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ორგანიზაციის, „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, ისრაელის მიერ წუხელ სირიის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებული ინტენსიური ავიადარტყმების შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის 8 სირიელი მებრძოლია.
თავდასხმას ირანის ხელისუფლება გამოეხმაურა და ისრაელის მხარდამჭერ ქვეყნებს მოუწოდა, მისი მხარდაჭერა და შეიარაღება შეწყვიტონ.
"მკაცრად ვგმობთ სიონისტური რეჟიმის ამ დანაშაულებრივ თავდასხმას სირიის მიწაზე. რეჟიმის მხარდამჭერებს მისი მხარდაჭერისა და შეიარაღების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ კანანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.