სირიელმა ამბოხებულებმა დასავლეთ ალეპოში სირიის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს

სირიელმა ამბოხებულებმა დასავლეთ ალეპოში სირიის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი „თავისუფალი სირიის არმიის“ წყაროებსა და ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის ოპოზიციურმა ძალებმა შეტევის, სახელწოდებით „აგრესიის შეკავების“ შესახებ „ტელეგრამ“ არხებზე გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ შეტევა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ბოლოდროინდელ საარტილერიო დაბომბვებზე პასუხს წარმოადგენს.
ოპოზიციური ძალების ცნობით, შეტევის შედეგად სირიის რეჟიმის ძალებიდან 37 ადამიანი დაიღუპა. ასევე, ამბოხებულებმა 13 სოფელი და დასავლეთ ალეპოში სირიის რეჟიმის უდიდესი ბაზა დაიკავეს.
სირიელი ამბოხებულების სამხედრო ოპერაციების სარდლობამ CNN-ს განუცხადა, რომ „ასადის ძალებთან და ირანულ შეიარაღებულ რაზმებთან ინტენსიური ბრძოლების შედეგად“ ქალაქ ალეპოდან 20 კილომეტრში მდებარე სოფელი ურმ ალ-კუბრა გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, 2020 წლის მარტის შემდეგ, როდესაც რუსეთმა და თურქეთმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადეს, ოთხშაბათს დაწყებული შეტევა ამბოხებულებსა და სირიის პრეზიდენტის რეჟიმს შორის პირველი მნიშვნელოვანი შეტაკებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება