სირია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას შეუერთდება, რომლის მიზანი „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაა

სირია შეუერთდება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას, რომლის მიზანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაა.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სირია 90-ე ქვეყანა გახდება, რომელიც შეუერთდება გლობალურ კოალიციას, რომლის მიზანია „ისლამური სახელმწიფოს“ დარჩენილი ელემენტების განადგურება და ახლო აღმოსავლეთში უცხოელი მებრძოლების ნაკადის შეჩერება.
დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა ალ-შარაას და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს სირიის წარმატებისთვის.
შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ალ-შარაა „ძლიერ ლიდერად“ მოიხსენია და მის მიმართ ნდობა გამოხატა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სირია წარმატებული იყოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო და ვაჭრობის დეპარტამენტებთან ერთად, გამოაცხადებს ახალ ზომებს სირიისთვის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნისა და „ინვესტორებისთვის შესაბამისობის გარკვევის“ უზრუნველყოფის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო