ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სირიაში, თურქეთის გავლით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო

სირიაში, თურქეთის გავლით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო

სირიაში, თურქეთის გავლით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თურქეთის ქალაქ კილისში გაიმართა ღონისძიება, რომელიც აზერბაიჯანული გაზის თურქეთის გავლით სირიაში მიწოდების დაწყებას მიეძღვნა. ღონისძიებაში აზერბაიჯანის, თურქეთისა, სირიისა და კატარის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიკაილ ჯაბაროვმა განაცხადა, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის სირიაში მიწოდების შესახებ შეთანხმება აზერბაიჯანის პრეზიდნეტ ილჰამ ალიევსა და სირიის ლიდერის, აჰამდ ალ-შარაას შეხვედრაზე იყო მიღწეული. ჯაბაროვის თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს სირიის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და საფუძველს ჩაუყრის ახალი ენერგეტიკული ხიდს სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის.
თავის მხრივ, სირიის ენერგეტიკის მინისტრმა, მოჰამედ ალ-ბაშირმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანსა და თურქეთს მრავალწლიანი ომის შედეგად დაზარალებული სირიის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალპარსლან ბაირაქტარის თქმით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდება სირიაში თურქეთი ქალაქ კილისის გავლით მოხდება და ყოველდღიურად სირია 6 მილიონ კუბურ მეტრ აირს მიიღებს. მისივე განცხადებით, პირველ ეტაპზე სირიაში წელიწადში 2 მილიარდ კუბურ მეტრმადე გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს სირიის ქალაქ ალეპოში ელექტროსადგურის ამუშავებას.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.