სიორიძე: ოხანაშვილს სასაცილო პოსტი მოუგონეს… ასე მთავრდება ხოლმე ქვეყანაში, სადაც შავ სამყაროსა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილია

ასე მთავრდება ხოლმე ქვეყანაში, სადაც შავ სამყაროსა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილია – ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ანრი ოხანაშვილსი მიერ თანამდებობის დატოვებას.

სიორიძე ამბობს, რომ ოხანაშვილს სრულიად უსარგებლო და სასაცილო პოსტი მოუგონეს, სწორედ ასეთია ოპოზიციონერისთვის კობახიძის მრჩევლის თანამდებობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რაზეც ოხანაშვილი დანიშნეს.

როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იცავს არა ქვეყნის უსაფრთხოებას არამედ მმართველი პარტიისას, ასე ხდება ხოლმე, როდესაც ცდილობდა ადამიანი, როდესაც რეგიონების მიხედვით უზრუნველეყო “ქართული ოცნების” უსაფრთხოება, ანუ ჩაბეტონება მუნიციპალიტეტებში გუშინ, ახლა აღმოჩნდა თურმე სრულიად უსარგებლო და სასაცილო პოსტი მოუგონეს. ასე მთავრდება ხოლმე ქვეყანაში, სადაც შავ სამყაროსა და სახელმწიფოს შორის ზღვარი არის წაშლილი”- აცახდებს სიორიძე. 

ცნობისთვის, სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა