ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სიორიძე კობახიძისგან იმ კომპანიების დასახელებას მოითხოვს, რომლებმაც ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შეიტანეს

სიორიძე კობახიძისგან იმ კომპანიების დასახელებას მოითხოვს, რომლებმაც ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შეიტანეს

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ირაკლი კობახიძისგან მოითხოვს იმ კომპანიების დასახელებას, რომლემაც ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შეიტანეს.

  • ირაკლი კობახიძემ დღეს დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.

როგორც სიორიძე გადაცემა "დღის ამბებში" აცხადებს, თუ გაირკვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი ომის მიზნებს ხმარდება, ეს განგაშის საფუძველია უნდა იყოს.

ის, რაც დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჯერ ერთი შეიცავს ძალიან ბევრ ბუნდოვანებას, მან ხელი გაიშვირა კერძო კომპანიებზე, თქვა, რომ კერძო კომპანიებს შეაქვთ საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში.

ჩვენ ვიცით, რომ თვითონ რუსეთში არის რიგები საწვავის, რა თქმა უნდა, არავითარ შემთვევაში არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ აფხაზეთიის ტერიტორიის გავლით არის რუსეთში საწვავი გადინებული. 

ჩვენ ვიცით, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დგას რუსული ჯარი და თუ ეს საწვავი ხმარდება ომის მიზნებს, ეს არის განგაშის საფუძველი. როგროც მინიმუმ, საზოოგადოებას აქვს უფლება უფრო მეტი სიცხადე იცოდეს იმაზე, თუ რომელი კომპანიები არიან ისინი და საბოლოო მიმართულბე და დანიშნულება რა არის", - განაცხადა გიორგი სიორიძემ. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.