სიონში, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს.

წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

წირვა სიონის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ ის იესო ქრისტეს შობდა. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისის და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება