სიონის ტაძარში კობახიძე, ყაველაშვილი, პაპუაშვილი და “ოცნების” სხვა წევრები მივიდნენ

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი და “ოცნების” სხვა წევრები მივიდნენ.

ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

წირვას ესწრებიან უმაღლესი იერარქები, მთ შორის არის  საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი და უპირატესი მღვდელმთავარი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), რომელიც წლების შემდეგ, პირველად წმინდა სინოდის წევრებთან ერთად გამოჩნდა.

  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?