არქივი20 მარტი 2026, 12:30
სიონის ტაძარში ილია II-ის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს
5
სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს. ტაძარში უკვე დაწყებული აქვთ საფლავის გაჭრა.
პატრიარქის განსასვენებელი ადგილი სიონში, მარცხნივ, საკურთხეველთან შეარჩიეს.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.