არქივი7 აპრილი, 2025, 15:35
სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი.
მათივე ცნობით, ასევე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.