“სინოდი მაგიტომ შეიკრიბა, რომ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ” – მეუფე ნიკოლოზი

20
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ დღეს სინოდი მათ შორის ისეთ საკითხებზე იმსჯელებს, როგორიცაა პატრიარქის ასაკი და განათლება.
“განვიხილავთ ამ ყველაფერს სინოდის სხდომაზე და რომ დამთავრდება მერე მოგიყვებით ყველაფერს. განათლებასთან დაკავშირებითაც ყველაფერს დაგიზუსტებთ. სინოდი მაგიტომ შეიკრიბა, რომ მაგ საკითხებზე ვიმსჯელოთ” – ამბობს ის მედიასთან.
საპატრიარქოშიი სინოდის სხდომა მიმდინარეობს. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდგომ ეს წმინდა სინოდის პირველი სხდომაა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა