ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სინოდის სხდომა, სადაც საპატრიარქო კანდიდატებს გამოარჩევენ, 28 აპრილს ჩაინიშნა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, წმიდა სინოდის სხდომა, სადაც სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ, 28 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
"ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა.
ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი" - წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში.
როგორ ირჩევენ პატრიარქს?
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ილია მეორე, კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.