ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სინდისის 8 პატიმარი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სინდისის 8 პატიმარი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

აქციების დროს უკანონოდ დაკავებული 8 ადამიანი - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე და ინსაფ ალიევი, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო დარბაზში პროკურატურის მხარემ განაცხადა, რომ ბრალდებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

სინდიდის პატიმრების ადვოკატებმა კი პროკურორების პოზიციებს უსაფუძვლო უწოდეს.

8 დაკავებულებიდან 3-ს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ხოლო 5-ს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.