ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!” – პარლამენტის IT დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა სამსახური დატოვა

“სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!” – პარლამენტის IT დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა სამსახური დატოვა

საქართველოს პარლამენტის IT დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, ალექსანდრე ძაძამიამ, აპარატის უფროსს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიმართა.
ალექსანდრე ძაძამია, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტია, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შესაბამის ბრძანებას LinkedIn-ზე თავად აქვეყნებს.
“საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!” – წერს ალექსანდრე ძაძამია.
ალექსანდრე ძაძამია საქართველოს პარლამენტის IT დეპარტამენტში 2013 წლიდან მუშაობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.