ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სინდისის პატიმრის დედა: ახსნაც კი არ შემიძლია, იმდენად ფარსია ყველაფერი

სინდისის პატიმრის დედა: ახსნაც კი არ შემიძლია, იმდენად ფარსია ყველაფერი

"ფარსია" - ასე აფასებს სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა პროევროპულ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესებს.

ელენე ახობაძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ მოწმე პოლიციელები, რომლებიც აქამდე გამოკითხულან, "ფარსს ამტკიცებდნენ", რადგან ახობაძის თქმით, მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრაშიც კი არ მოდიოდა.

ახსნაც კი არ შემიძლია, იმდენად ფარსია ყველაფერი. არაფრის მოლოდინი არ გვაქვს საერთოდ. პირადად მე მოლოდინი არ მაქვს, რომ სიმართლეს დავიბრუნებთ, დავამტკიცებთ. თორნიკეს შემთხვევაშიც ასე იყო. ჩვენს სასამართლოებზე უამრავი ცრუ მოწმეები იყვნენ, რომლებიც ფარსს ამტკიცებდნენ და თანხვედრაშიც ვერ ჯდებოდნენ. აცდენა იყო." - განაცხადა ელენე ახობაძემ. 

9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის პროცესი გაიმართა - დღევანდელ სხდომაზე ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ 4 მოწმე გამომძიებელი დაიკითხა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.