“სინდისის პატიმრებს უსინდისოებისგან შეწყალება არ სჭირდებათ” – არქიმანდრიტი

დოროთე ყურაშვილი სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმაურება:
სინდისის პატიმრები რომ დაინახო, თვითონ უნდა გქონდეთ სინდისი. სინდისგაყიდული ჯაღმაიძე და მისი ძმანი იმაზე მაყვედრიდნენ, რატომ გვლანძღავ იმათ, ვინც გაჩუმებულები ვართო. რა მოხდა, მორჩით ბუმბულის გარჩევას საპატრიარქოში? სინდისის პატიმრებს უსინდისოებისგან შეწყალება არ სჭირდებათ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ საპატრიარქომ სინდისის პატიმრების გათავისუფლების თხოვნით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა.
ასევე, ჯაღმაიძემ თქვა, რომ ინფორმაცია აქვს არაერთ დაზარალებულზე აქციების მსვლელობისას და თქვა, რომ მღვდლები იძულებულნი იყვნენ სპეცრაზმისგან ადამიანები ცოცხალი ჯაჭვით დაეცვათ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ