ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სინდისის პატიმრების მშობლები იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან საპროტესტო აქციას მართავენ

სინდისის პატიმრების მშობლები იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან საპროტესტო აქციას მართავენ

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც ამ დროისთვის, მოსამართლეების კონფერენცია იმართება, პოლიტპატიმრების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ იმ დასანქცირებულ მოსამართლეთა გამოსახულებით ბანერები, რომლებსაც, მათი თქმით, პროევროპულ აქციაზე უკანონო დაკავებული ადამიანების მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ.
ადგილზე სინდისის პატიმრების მშობლებმა მოსამართლეებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს, შეძახილებით - "მონა!", "არ გრცხვენიათ?".

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.