ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სინგაპურს ყველა ფრენაზე მწვანე გადასახადის შემოღება სურს

სინგაპურმა გამოაცხადა, რომ გეგმავს გარემოსდაცვითი გადასახადის შემოღებას ყველა საჰაერო მოგზაურობისთვის, რაც სავარაუდოდ აზარალებს რიგითი მოგზაურის ჯიბეს. ამის შესახებ ქალაქ-სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრმა ინდუსტრიის სამიტზე განაცხადა.
2026 წლისთვის, სინგაპურიდან აფრენილი ყველა რეისი სავარაუდოდ გამოიყენებს მინიმუმ 1% მდგრად საავიაციო საწვავს (SAF), რომელიც 2030 წლისთვის 3-5%-მდე გაიზრდება.
ევროპული გადამზიდავებისგან განსხვავებით, რომლებიც თავად წყვეტენ გადაახდევინონ თუ არა SAF ხარჯები მგზავრებს, სინგაპურის გადასახადი დამოკიდებული იქნება ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ფრენის მანძილი და მგზავრობის კლასი. მაგალითად, ეკონომკლასის ბილეთის ღირებულება სინგაპურიდან ბანგკოკის, ტოკიოსა და ლონდონის მიმართულებით ფრენისას შეიძლება გაიზარდოს დაახლოებით 3, 6 და 16 სინგაპურული დოლარით.
SAF, რომელიც შეიცავს ნარჩენ მცენარეულ ზეთს, ამჟამად შეფასებულია თვითმფრინავის საწვავის ბაზრის 0.2%-ზე, მაგრამ მისი ღირებულება ხუთჯერ აღემატება ჩვეულებრივ საწვავს. როგორც ინდუსტრიის ექსპერტები აღნიშნავენ, ასეთი მაღალი ხარჯები გამოწვეულია მისი წარმოების პრობლემებით.
საავიაციო ინდუსტრია მიზნად ისახავს 2050 წლისთვის SAF-ის გამოყენების 65%-იან დონეს მიაღწიოს. ექსპერტების აზრით, ეს ამბიციური მიზანი მოითხოვს კაპიტალის ინვესტიციებს 1,45 ტრილიონი დოლარიდან 3,2 ტრილიონ დოლარამდე.
შეგახსენებთ, რომ ავიაცია ამჟამად შეადგენს ნახშირორჟანგის გლობალური გამონაბოლქვის დაახლოებით 2%-ს, რაც ქმნის სირთულეებს ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევაში.
წყარო: avianews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.