ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება (ვიდეო)

სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება (ვიდეო)

მზე სახურავებზე ("Sun On the Rooftops") — ასე ჰქვია სიმღერას, რომლითაც 10 წლის დავით ლომიძე საქართველოს წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს. საკონკურსო კომპოზიციის ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. სიმღერისა და კლიპის პრემიერა სულ ცოტა ხნის წინ შედგა პირველი არხის ეთერში.

დავით ლომიძე გორიდანაა. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ რანინას მე-9 სეზონის გამარჯვებული გახდა და საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლის სტატუსიც ასე მოიპოვა.

2026 წლის საბავშვო ევროვიზიას მალტა უმასპინძლებს. კუნძულოვან სახელმწიფოში საბავშვო ევროფესტივალი უკვე მესამედ ჩატარდება. რიგით 24-ე ევროვიზია ჯუნიორი, რომელშიც 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, 24 ოქტომბერს გაიმართება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.