“სიმსივნე დამმართა ჩემი შვილის მიმართ თქვენმა ბულინგმა! დიახ, ნინი მონაწილეობს საახალწლო ღონისძიებებში, ხელები შორს, ჩემი შვილისგან!” – ხათუნა ჟორდანია

“სიმსივნე დამმართა ჩემი შვილის მიმართ თქვენმა ბულინგმა! დიახ, ნინი მონაწილეობს საახალწლო ღონისძიებებში, ხელები შორს, ჩემი შვილისგან!” – ხათუნა ჟორდანია
ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც წერს, რომ მის ოჯახს და შვილს, ნინი ქარ­სე­ლა­ძეს აბუ­ლინ­გე­ბენ. მი­ზე­ზი კი ორია, ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რა და სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.
ხა­თუ­ნა მკი­თხველს მი­ა­ნიშ­ნებს, რომ წლე­ბის წინ სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი მას შემ­დეგ და­უს­ვეს, რაც მა­შინ მის ოჯახს ახ­ლან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რის გამო თავს ეს­ხმოდ­ნენ
– არ მინ­დო­და არა­ნა­ი­რი სტა­ტუ­სის და­წე­რა, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა­ტომ? – მო­ვე­რი­დე ბუ­ლინგს, ავი­რი­დე შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბის კას­კა­დი, რომ­ლი­თაც ასე “გვა­ნე­ბივ­რებს” სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი.
ჰოდა, მოგ­მარ­თავთ თქვენ, იმ (არა)ადა­მი­ა­ნებს, ვინც აფ­თრე­ბი­ვით და­ე­სი­ეთ, ჩემს შვილ-ნინი ქარ­სე­ლა­ძეს, თქვენ ხართ მკვლე­ლე­ბი!!!!
თქვენ, ერთხელ უკვე ცა­დეთ ჩემი მოკ­ვლა, როცა ჩემი შვი­ლი და ოჯა­ხი, ჩარ­თუ­ლი იყო, აწ, უკვე თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ლი­დე­რის და ერ­თა­დერ­თი იმე­დის – სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის არ­ჩევ­ნებ­ში. დი­ა­ხაც, ჩემი შვი­ლის მი­მართ, თქვენ­მა აგ­რე­სი­ამ და ბუ­ლინ­გმა დამ­მარ­თა სიმ­სივ­ნე!!!!
დიახ, ჩემ­მა ფსი­ქი­კამ და ორ­გა­ნიზ­მმა, ვერ გა­უძ­ლო, მა­შინ­დელ თქვენს თავ­დას­ხმებს. გა­დავ­რჩი ღმერ­თის, ჩემი შვი­ლის, ოჯა­ხის, უამ­რა­ვი მე­გობ­რის და მათ შო­რის-ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით. მისი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბით მე და ჩემი ოჯა­ხი, სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე!!!
რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნის გა­მო­გო­ნილ სტა­ტუსს, რო­მელ­საც და­აფ­რი­ა­ლებთ, კედ­ლი­დან კე­დელ­ზე. დიახ, ნინი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ბევრ სხვა მომ­ღე­რალ­თან ერ­თად, სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, რო­მე­ლიც იმარ­თე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში და ბევრ სიყ­ვა­რულს ჩუქ­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებს, ვი­საც გუ­ლით უხა­რია ახა­ლი წელი.
ხე­ლე­ბი შორს, ჩემი შვი­ლის­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით – დე­და­კა­ცე­ბო, ეკ­ლე­სი­ის ფონ­ზე, შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბით! თქვე­ნი ბოღ­მა, ბო­რო­ტე­ბა, თქვენს ოჯახ­ში და­ი­ტო­ვეთ!
და ბო­ლოს!
ამ დე­და­მი­წა­ზე, ყვე­ლა­ზე კარ­გი შვი­ლი მყავს, სი­კე­თით, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე!
ნინი ქარ­სე­ლა­ძე- მიყ­ვარ­ხარ და სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე, ღმერ­თს მად­ლო­ბას შევ­წი­რავ, რომ შენი თავი გა­მო­მიგ­ზავ­ნა!!!!
ვა­მა­ყობ შე­ნით, ჩემო…

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა